პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს - ღირებულება 170 მილიარდი დოლარია

ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს – ღირებულება 170 მილიარდი დოლარია

ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია. ჰესი ტიბეტის პლატოს აღმოსავლეთ კიდეზე შენდება. აღნიშნულ ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

პროექტი ჩინეთის ძალისხმევის ნაწილია განახლებადი ენერგიის გაფართოებისა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით.

ხუთი კასკადური ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კაშხალი იარლუნგ ზანგბოს მდინარის ქვედა წელზე განთავსდება და შესაძლოა, ინდოეთსა და ბანგლადეშში მდინარის ქვედა ნაწილში მილიონობით მცხოვრებზე იქონიოს გავლენა.

ჩინეთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს “საუკუნის პროექტად“ მოიაზრებს და თვლის, რომ “ზიანის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს დაცვას“.

ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი იქნება იძულებით გადაადგილებული პროექტის გამო ტიბეტში ან როგორ იმოქმედებს ის ადგილობრივ ეკოსისტემაზე, რომელიც პლატოზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ტიბეტის საერთაშორისო კამპანია, აცხადებენ, რომ კაშხალი შეუქცევადად დააზიანებს ტიბეტის პლატოს და მდინარის ქვემოთ მილიონობით ადამიანს საარსებო წყაროს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ვინ არ დაავადდება არასოდეს ონკოლოგიით - მეცნიერებმა დაიწყეს წამლის შემუშავება, რომელიც არა მარტო კიბოს განკურნებას, არამედ მის განვითარებასაც შეუშლის ხელს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი