შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჩინეთის „თოვლის სოფელი“ ხელოვნური თოვლის გამოყენებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინეთის „თოვლის სოფელი“ ხელოვნური თოვლის გამოყენებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინეთში ერთ-ერთი ტურისტული სოფელი, რომელსაც „თოვლის სოფელს“ უწოდებენ, დროებით დაიხურა და ვიზიტორებს ხელოვნური თოვლის გამოყენებისთვის ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას UPI ავრცელებს.

სოფელში, თოვლის ეფექტის შესაქმნელად ბამბისა და საპნიანი წყლისგან შექმნილ ხელოვნურ თოვლს იყენებდნენ. ჩანგდუს თოვლის სოფელი, სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს. მათ სოციალურ ქსელში, ვიზიტორებისგან ონლაინ კრიტიკის მიღების შემდეგ, განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს არსებული უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო, მათ ხელოვნური თოვლის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ.

როგორც ვიზიტორები წერდნენ, სოფელში მისულებს ადგილზე, ნამდვილი თოვლის ნაცვლად, ხელოვნური თოვლი დახვდათ.

  "საქართველოში აუცილებელია, დადგეს მკაფიო ზღვარი სამედიცინო კლინიკასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიას შორის!"- გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი