შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ჩვენს ოჯახში ყველა თავდადებულად აკეთებს თავის საქმეს, არავინაა ქედმაღალი, მამაჩემიც და დედაც...

“ჩვენს ოჯახში ყველა თავდადებულად აკეთებს თავის საქმეს, არავინაა ქედმაღალი, მამაჩემიც და დედაც – დედოფალთან დედოფალი იყო და ბავშვთან ბავშვი”

“დედა გასტროლზე იყიდდა ფეხსაცმელებს, აქ ერთხელ ჩაიცვამდა და მერე თეატრში მიჰქონდა. ახლა ნატოა ასე, ყველაფერს თეატრში მიათრევს. ის მართლა სახლია ჩვენთვის”

როდესაც საუბარს ვიწყებთ ოჯახურ დინასტიაზე ხელოვნებაში, მე პირადად, და ალბათ, სხვებსაც, სწორედ ეს ადამიანი გაახსენდება, ყველაზე დიდი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ყველაზე დიდი დინასტიისა. ამ ოჯახში ყველა წარმატებული და განსაკუთრებულად საყვარელი სახეა საზოგადოებისათვის.­ ამ დიდი ოჯახის წარმატება კი თავის დროზე დიდმა კოტე მახარაძემ და მედიკო ჩახავამ განაპირობეს.

– მე განსაკუთრებული დედა და მამა მყავდა. მედიკო ყველას დედა იყო. მარტო მისი ხმის ტემბრი რად ღირდა, რომელიც არასოდეს შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს ეწეოდა, ხრინწი არ გასჩენია ხმაში. როგორც ყველა, ისიც ჩვეულებრივი მშობელი იყო. მხოლოდ პრემიერების­ წინა დღეებში არ უნდა შეგეწუხებინა, ისე ნერვიულობდა ხოლმე. ამით მე ვგავარ: ყველა­ კონცერტის წინ ძალიან ვღელავდი და ერთხელ მეუბნება, კაი ახლა, არა უშავს, გახვალ სცენაზე და გაგივლისო. გიჟდებოდა­ ბავშვებზე. ქუჩაში ისე ვერ გაივლიდა, უცხო ბავშვს რომ არ მოჰფერებოდა. თემური­ რომ დაიბადა, მაშინ ასეთი რამ დაწერა­: “გამიჩნდა თემურიკო… როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე, რას ვაკეთებდი მანამდე, სანამ თემურიკო დაიბადებოდა”. მაკასთან­ უკვე პროფესიონალური­ დამოკიდებულება მაქვსო, ამბობდა. ბატ­ონი მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში მის შვილს ვთამაშობდი.­ ამ სპექტაკლში დედა და მამა გაყრილები­ არიან. ისე მოხდა, რომ ცოტა ხანში მართლა­ დასცილდნენ კოტე და მედეა.

დედა სულ საქმიანობდა. ერთხელ ჩემმა­ ძმამ ივიკომ გააპროტესტა, ეს ქალი სულ სახლში უნდა იყოს, იმიტომ, რომ შვილს ენატრება… რა ქალია ეს ქალი, თუ წევს, სძინავს და თუ დგას, მიდისო. მართლა ასე იყო. თეატრი იყო მისი სახლი. ვთქვათ, გასტროლზე იყიდდა რამდენიმე­ წყვილ ფეხსაცმელს. ჩამოვიდოდა, ერთხელ ჩაიცვამდა და მერე თეატრში მიჰქონდა. თეატრის­თვის არაფერი ენანებოდა. ჩვენც ასე გავიზ­არდეთ. ახლა ნატოა ასე, ყველაფერს თეატრში მიათრევს. ის მართლა სახლია ჩვენთვის. მე რუსთაველის თეატრში გავიზარდე. ჩემი ძმებიც, ჩემი სიძე ნიკა თავაძეც, ნატო უფრო ოპერაში, ძალიან უყვარდა ბალეტი და დარწმუნებული ვიყავი, ბალერინა იქნებოდა. კარგად ცეკვავდა დათაც.

  "თავდახრილი ვიდექი, უეცრად ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული მამა გაბრიელი. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მოძღვარი მამა ლუკა აღმოჩნდა"

მახსოვს, ბავშვობაში სულ დედა გვენატრებოდა. ჩვენ სკოლაში რომ მივდიოდით, ჯერ ეძინათ. შუადღისას რეპეტიციები ჰქონდათ, საღამოს ან სპექტაკლი, ან რეპეტიცია. მახსოვს, როცა დედა გამოდიოდა თეატრიდან, რა ხდებოდა გარეთ. “ნიკოლოზ ბარათაშვილში” მაიკო ორბელიანის ეპიზოდური როლი ჰქონდა, მაგრამ ისე თამაშობდა, ხალხი ხვდებოდა ქუჩაში, ხელში ატაცებით…­ იმდენად წუხდა ამისგან, რომ უკანა მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან იპარებოდა. მერე ეგეც გაიგეს და იქ ხვდებოდნენ. რაც შეეხება კოტეს, გული სწყდებოდა, რომ ცნობილი და პოპულარული სპორტის კომენტატორობით გახდა, არადა­, მანამდე სახალხო არტისტი­ იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის პერიოდში მიიღო. შემდეგ მარჯანიშვილში გადავიდა, სადაც­ სოფიკოს შეხვდა…

მინდა ხაზი გავუსვა მამას როლს თემურის გაზრდაში. მთლიანად ჩართული იყო მის ცხოვრებაში. სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდათ. საერთოდ, რაც ჩვენმა მშობლებმა გვიანდერძეს თავია­ნთი მაგალითით, ის სიკეთე, რაც მათ აქვთ გაკეთებული უამრავი ხალხისათვის,­ რაც დათესეს, ახლაც ყოველ ნაბიჯზე მხვდება. ქუჩაში რომ დამინახავენ, მეფერებიან. არ არის ადვილი მათი შვილობა. სულ საკუთარი თავის გაკონტროლებაში ხარ. არ გაძლევს ცუდად მოქცევის უფლებას და ჩვენც ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები.

– თემურ ჩხეიძე, უდიდესი ადამიანი და რეჟისორი… რა შეიცვალა მისი გარდაცვალების მერე?

– ის ფანჯარაში სინათლე იყო. თავისი­ ადამიანობით, საოცარი სიმშვიდითა და იუმორით. არასოდეს არავისზე საყვედური არ უთქვამს. გარდაცვალების მერე ერთად­ერთხელ დამესიზმრა, შორიახლოს იჯდა და თითქოს საყვედურით მიყურებდა.­ სულ რომ არაფერი­ გაეკეთებინა და მხოლოდ ასეთი ადამიანი ყოფილიყო, მაინც განუმეორებელი იქნებოდა. ერთხელ ვთხოვე, ჩემს რეპეტიციაზე მოდი და შენი აზრი მითხარი-მეთქი. მოვიდა, ბოლომდე დაესწრო და საღამოს სახლში მითხრა, ეს ხელოვნების სხვა დარგია, ამაში­ ვერ ჩავერევიო. მე მქონდა ბედნიერება­ მის სპექტაკლში მეთამაშა. “ლამბალო და ყაშას” მიხედვით დადგა სპექტაკლი და “ბედი მდევარი” დაარქვა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, შენიშვნა არ მოუცია ჩემთვის. ძალიან შეკრული ოჯახი ვართ, მაგრამ თემურის წასვლის შემდეგ თითქოს უფრო მივეჯაჭვეთ ერთმანეთს. ჩვენს ოჯახში ყველა თავის საქმეს თავდადებულად აკეთებს, არავინ არ ვართ ქედმაღალი. ეს მშობლების დამსახურებაა. თემურის მამაც ასეთი იყო, მამაჩემიც და დედაც – დედოფალთან დედოფალი იყო და ბავშვთან ბავშვი. ცხოვრებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა, ალბათ, რომ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ.

  რომელი ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ თავიანთი სიცოცხლის ხანგრძლივობა

იხილეთ ინტერვიუ სრულად – „თემურის წასვლის შემდეგ უფრო მივეჯაჭვეთ ერთმანეთს“

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი