ბაგა-ბაღებში მასიური ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისფაქტზე.
ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.
თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა კობაჩიშვილისგანცხადებით, ბაღში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ შევიდა, რაც აღსაზრდელები მშობლებმა ბაღიდან გაიყვანეს.
“ჩვენთან ეს ინფორმაცია მოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი აღსაზრდელები გაიყვანეს საბავშვო ბაღიდან მშობლებმა. ეტაპობრივად შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს აღენიშნებოდათ გულისრევა და ფაღარათი. სურსათის უვნებლობის სამსახურია შემოსული ამ ეტაპზე და მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა ამ პროდუქტებს”, – აცხადებს თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა კობაჩიშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). “ჩვენთან ეს ინფორმაცია მოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი აღსაზრდელები გაიყვანეს საბავშვო ბაღიდან მშობლებმა“ – ბაგა-ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებიც მოიწამლნენ, კომენტარს აკეთებს. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩვენთან-ეს-ინფორმაცია-მო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T14:20:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
