ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ… რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჭადრაკის დედოფალი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ადამიანი, რომელმაც ჭადრაკის სამყაროში ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, 82 წლის ასაკშიც აქტიურად და იგივე შემართებით აგრძელებს საქმიანობას.

აღნიშნულის შესახებ გაფრინდაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჭადრაკის თამაშს არასდროს შეწყვეტს.

„რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…

- Advertisement -
Ad imageAd image

ერთხელ მკითხეს, საშუალება რომ გქონდეს, რომელ ასაკს დაუბრუნდებიო. არც დავვფიქრებულვარ ისე ვუთხარი არც ერთს-მეთქი. რატომო? ყველა თაობა კარგი იყო და რატომ ამოვარჩიო ერთი-მეთქი. მთავარია არ გაჩერდე. მე რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა.

მე ჭადრაკით დადებით ემოციებს ვიღებ, დავდივარ, ვთამაშობ, ვეტერანთა ტურნირებში ვმონაწილეობ, ღონისძიებებში…“- აღნიშნა ნონამ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ… რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა. 18 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემი-ცხოვრება-არის-ჭადრა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi