სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, როდესაც 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში“ –...

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, როდესაც 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში“ – გიორგი ქოჩორაშვილის გზავნილი გულშემატკივარს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს:

„მადლობას გიხდით, როგორც გოლის, ისე გამარჯვების მოლოცვისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის დღეს, როდესაც 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში. ძალიან გახარებული ვარ, ასევე გულნატკენი, რომ ყველამ ვერ მოახერხა დარეგისტრირება.

მათ გასამხნევებლად შემიძლია მოვუწოდო, რომ არ დანებდნენ, გააგრძელონ ვარჯიში და ახლო მომავალში მსგავსი კემპი კიდევ დაიგეგმება.

ასევე მოვუწოდებ გოგონებს, იაქტიურონ, რადგან საქართველოში ქალთა ფეხბურთი ძალიან მაგრად ვითარდება. მინდა ბავშვებს, რომლებიც ვალენსიაში წამოსვლას ვერ შეძლებენ, მოვუწოდო, რომ არ დანებდეთ, ფსიქოლოგიურად იყავით მხნედ და წარმატებაც იქნება. შეხვედრამდე“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  გიორგი მამარდაშვილს თბილისში ბინა აჩუქეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი