ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჩარიცხვის მომენტიდან ჩაითვლება პოლიციელ რიგითად და მასზე პოლიციელის ყველა უფლება და ვალდებულება...

„ჩარიცხვის მომენტიდან ჩაითვლება პოლიციელ რიგითად და მასზე პოლიციელის ყველა უფლება და ვალდებულება გავრცელდება. სწორედ ამიტომაა საჭირო წინასწარი ხელშეკრულება, სადაც მის პასუხისმგებლობებსაც განსაზღვრავენ“-ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას განმარტა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში ჩარიცხული აბიტურიენტები სწავლების დაწყებამდე ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. თუ ისინი შეთანხმებულ პირობებს დაარღვევენ, სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს სრულად აანაზღაურებენ.

მისი თქმით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო სტატუსს მიიღებს. დარახველიძე აღნიშნავს, რომ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები იმავე ეტაპებს გაივლიან, რასაც პოლიციელები სამსახურში შესვლამდე გადიან — ფიზიკური მზადყოფნის ტესტებს, სპეციალურ გადაამოწმებებს, ჯანმრთელობის შემოწმებას და შესაძლო კრიმინალურ კავშირებზე ვეტინგს. ასევე განიხილება, საჭირო იქნება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ის ამბობს, რომ აბიტურიენტი უკვე ჩარიცხვის მომენტიდან ჩაითვლება პოლიციელ რიგითად და მასზე პოლიციელის ყველა უფლება და ვალდებულება გავრცელდება. სწორედ ამიტომაა საჭირო წინასწარი ხელშეკრულება, სადაც მის პასუხისმგებლობებსაც განსაზღვრავენ. დარახველიძის განმარტებით, სავარაუდოდ, 5-წლიანი ვალდებულება განისაზღვრება: 3 წელი სწავლა აკადემიაში და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული დასაქმება შსს-ს სისტემაში. ხოლო თუ პირი ამ ვალდებულებებს დაარღვევს და სისტემას დატოვებს, მას მოუწევს სახელმწიფოს ხარჯების ანაზღაურება.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50 სტუდენტი ავიყვანოთ. ეს დაკავშირებულია საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან. პირებს, რომლებიც ჩაირიცხებიან, მათ ძირითადი დროის გატარება მოუწევთ აკადემიის ტერიტორიაზე და მათი მთლიანი დღის რეჟიმი იქნება სრულად გაწერილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი