შპს „კამპას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნატურალური წვენის წარმოების სექტორში, შპს „კამპას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

საქმის განხილვისას, შესწავლილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%“) ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის. კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის ძირითად შემადგენლობას ალუბლისა და ბროწეულის აღდგენილი კონცენტრირებული წვენი წარმოადგენს, ხოლო იმავე შეფუთვის უკანა მხარეს – წვრილი ასოებით მითითებულია, რომ წვენში 80%-ის მოცულობით არის ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ხოლო ალუბლისა და ბროწეულის წვენები მხოლოდ 10-10%.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ინფორმირებული მომხმარებლის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან მომხმარებელმა სწორედ მოვაჭრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გააზრებული და მისი ნების შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება. შპს „კამპას“ მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ – საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შპს „კამპას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შპს-კამპას-უსამართლო-კ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T08:46:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi