შვიდი მოსწავლეა დაშავებული და შვიდივე კლინიკაში რჩება – ახალი დეტალები ავტობანზე მომხდარ ავარიაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ავარია ავტობანზე – სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.

დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „მოზაიკას“ უთხრეს “შვიდი მოსწავლეა დაშავებული და შვიდივე მათგანი კლინიკაში რჩება”.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყაროს ცნობით, სამ მოსწავლეს თავის ტრავმა აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შვიდი მოსწავლეა დაშავებული და შვიდივე კლინიკაში რჩება – ახალი დეტალები ავტობანზე მომხდარ ავარიაზე. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შვიდი-მოსწავლეა-დაშავებუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi