შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოშვეიცარიელმა ექიმებმა საცეკვაო თერაპიის დანიშვნის ნებართვა მიიღეს

შვეიცარიელმა ექიმებმა საცეკვაო თერაპიის დანიშვნის ნებართვა მიიღეს

ამიერიდან ციურიხელ ექიმებს შეუძლიათ გამოწერონ „სოციალური რეცეპტები“ სხვადასხვა სახის თერაპიული აქტივობებისთვის, მებაღეობიდან და ცეკვიდან დაწყებული და სესხების დაფარვის კონსულტაციებით დამთავრებული.

ციურიხის საკანონმდებლო ორგანომ 2,5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად შეფასებული საპილოტე პროექტი დაამტკიცა. ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ოთხ ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს უფლება ეძლევა, პაციენტები გაგზავნოს ე.წ „კომუნიკაციის მუშაკებთან“, რომლებიც მათთვის სხვადასხვა ღონისძიებას მოაწყობენ.

პროექტი უკვე შეფასდა, როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“, რომელსაც ამ სისტემაზე დღეს არსებული დატვირთვის შემსუბუქება შეუძლია. თუმცა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მას „გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მდიდრული მკურნალობა“ უწოდა და ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის დღევანდელი შესაძლებლობები პაციენტების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს.

სოციალური რეცეპტები განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც, მაგალითად, აწუხებთ ქრონიკური ტკივილები ან პოსტკოვიდური პრობლემები და ჩვეულებრივი სამედიცინო მკურნალობის გზით მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ. სოციალური თერაპიით მკურნალობის მიზანია, გამოჯანმრთელების პროცესის სხვადასხვა აქტივობით შევსება და სოციალური გარიყულობის დაძლევა.

ადამიანები მხოლოდ ბიოლოგიური არსებები არ არიან

ეს კონცეფცია გასული საუკუნის 90-იან წლებში დიდ ბრიტანეთში შემუშავდა და უკვე რამდენიმე წელია, რაც ავსტრიაში გამოიყენება.

ლოზანის ზოგადი მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საუნივერსიტეტო ცენტრის ეპიდემიოლოგიისა და ჯანდაცვის სისტემების განყოფილების თანადირექტორი, სტეფანი მონოდი პროექტს პერსპექტიულად მიიჩნევს.

„მედიცინის განვითარებასთან ერთად, ჩვენ გვგონია, რომ ადამიანების ორგანოების დონეზე, ყველაფერი ცნობილი და გარკვეულია. მაგრამ ადამიანები მხოლოდ ბიოლოგიური არსებები არ არიან! სინამდვილეში ჩვენ ასევე სოციალური ცხოველებიც ვართ“, – აღნიშნა მან შვეიცარიის ტელე-რადიო მაუწყებელზე (RTS) გამოსვლისას.

„ადამიანს, რომელიც სრულიად იზოლირებულია, ჯანმრთელობის კუთხით, უფრო მეტი პრობლემა ექმნება და შესაძლოა, დეპრესიაში ჩავარდეს. ამიტომ, გვჭირდება სოციალური კონტაქტები და აქტივობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ გარკვეული სირთულეები და ქრონიკული ტანჯვა“, – დასძინა მან.

ხარჯების პოტენციური დაზოგვა

ასეთი სოციალური ინტერვენციები შეიძლება სასარგებლო იყოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ადამიანებს მორალურად ანადგურებენ და მის სოციალურ კონტაქტებს ზღუდავენ.

  კოლუმბიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კოკაინი ვისკიზე უარესი არ არის და მაღაზიებში უნდა გაიყიდოს

„სამედიცინო დაზღვევა აგებულია ისეთ სერვისებზე, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა, გაზომვადია და სამედიცინო სფეროში სერტიფიცირებულია. მაგრამ ასეთი სერვისები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის ან ცხოვრების მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – ამბობს მონოდი.

„ახალი მიდგომა, რა თქმა უნდა, დადების გავლენას მოახდენს ჯანდაცვის ხარჯებზე, რადგან ნაკლებ დეპრესიასთან, ჰოსპიტალიზაციასთან და სხვა გართულებებთან გვექნება საქმე“, – დასძინა მან.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი