მალე ეკრანებზე ჯენიფერ ლოპესის ფილმი This Is Me…Now: A Love Story გამოვა, რომელიც მისი და ბენ აფლეკის სიყვარულის ისტორიითაა შთაგონებული. ამჯერად წყვილი სწორედ ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო:
ახალ პროექტზე მომღერალი ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, ფილმი ავტობიოგრაფიული არ არის:
“ვგრძნობდი, რომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა. ფილმი არ არის ავტობიოგრაფიული, მაგრამ ნამდვილად შთაგონებულია ჩემი ცხოვრების მოვლენებით… ეს ამბავი უიმედო რომანტიკოსის ცხოვრებას, მის მოგზაურობასა და სიყვარულის ძიებას ეხება…
როცა ახალგაზრდა ხარ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. გგონია, რომ სხვების აზრი მნიშვნელოვანია – ასაკში ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ახლა ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა”, – ამბობს ჯენიფერი.
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა 2002 წლის ივლისში დაიწყეს და იმავე წლის ნოემბერში დაინიშნნენ, თუმცა ქორწილი ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს. სკანდალური დაშორებიდან 20 წლის შემდეგ, წყვილი შერიგდა:
“სიყვარული მშვენიერია, სიყვარული კეთილია და, როგორც აღმოჩნდა, სიყვარული მომთმენიცაა. 20 წელი ითმინა”, — ამბობდა ჯენიფერი.
მასალის გამოყენების პირობები