შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას..“ – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა...

„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას..“ – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა რევი დემეტრაშვილის გარდაცვალებაზე

„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას.. რევი 💔“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ავრცელებს.

შეგახსენებთ, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილია. რევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ცნობისთვის, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

  "არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე... შეხვედრამდე ჩემო პრინცესა" - რას წერს ავარიაში დაღუპული, ორსული გო­გო­ნას მეუღლე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი