ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშეკრება–მანიფესტაციების წესი მკაცრდება - აქციის ჩატარებამდე შსს-ის 5 დღით ადრე გაფრთხილება სავალდებულო...

შეკრება–მანიფესტაციების წესი მკაცრდება – აქციის ჩატარებამდე შსს-ის 5 დღით ადრე გაფრთხილება სავალდებულო გახდა

სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

79 ხმით 9-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შეკრება–მანიფესტაციების წესს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ უფლებებს ანიჭებს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციაულ სამართალდარღვევის კოდექსში ცვლილებების მიხედვით, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს.

გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილის ან სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა ან ჩატარების ადგილი ან/და სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ან/და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას. ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებს.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ან/და სვლა-გეზზე შეკრებას ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს – 20 დღემდე ვადით.

ამასთან, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, – განაცხადა კირცხალიამ.

მიღებული ცვლილებებით, „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრ უნდა გააფრთხილონ შსს (ჯერ მოქმედი ნორმით გაფრთხილების ადრესატი მუნიციპალიტეტი იყო).

შსს-ს ექნება უფლება, გაფრთხილებიდან 3 დღის განმავლობაში, ან სპონტანური აქციის შემთხვევაში უშუალოდ ადგილზე, სავალდებულო მითითებით შეუცვალოს აქციას დრო ან ადგილი. ადრე ეს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე არსებობდა.

  5 ყველაზე მავნე ტკბილეული

გარდა ამისა, კანონი ავალებს შსს-ს, მონაწილეობისთვის გაითვალისწინოს აქციის მასშტაბი და:

  • ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში მონაწილეებს მისცეს 15-წუთიანი გაფრთხილება,
  • ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ შეკრება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს.

კანონი პირველი შემთხვევისასვე აწესებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე.
შსს-ს მითითების შეუსრულებლობას, ან ხალხის სავალი ნაწილის განზრახ გადაკეტვას დაეკისრება შესაბამისი სანქცია.

გარდა ამისა, განმეორებითი შეუსრულებლობა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის საფუძველზე, ერთ წლამდე პატიმრობით.

კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი