შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიშეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა

შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

მიუხედავად, ამ მძიმე დღისა, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერს მისალოც პოსტს და აგზავნის გიფებს.

“წი­თელ პარასკევს, მა­შინ, როცა გლო­ვის და გან­ცდის დღეა… სოციალურ ქსელში გიფებით და ზედაპირულად მილოცვა არ არის მართებული. უხერხულია.

თუ სიღ­რმე­ებ­ში ჩა­ვალთ და გა­ვი­აზ­რებთ ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სი­ტყვებს და­ვე­სეს­ხე­ბი – როცა უყუ­რებ ჯვარ­ცმას, ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს, ჩვენ გვახ­სენ­დე­ბა ძლე­ვა ჯო­ჯო­ხეთ­ზე, სიკ­ვდილ­ზე, ის რომ კა­ცობ­რი­ო­ბას გა­ნე­ღო სა­სუ­ფევ­ლის კარი ჯვარ­ცმით…

თუ ამ კუ­თხით გა­ვი­აზ­რებთ, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლოა მი­სა­ლო­ცი იყოს, თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­ით, ზო­გა­დად ამ ფორ­მით მი­ლოც­ვა, არ არის კო­რექ­ტუ­ლი, რად­გან მოკ­ლე­ბუ­ლია სიღ­რმეს და ემო­ცი­ას” – ამბობს სასულიერო პირი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ – თამრიკო ჭოხონელიძის და კოკო როინიშვილის ბრწყინვალე შესრულება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი