პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების უსწრაფესად წაკითხვა შეუძლია

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების უსწრაფესად წაკითხვა შეუძლია

მეცნიერებმა “ტვინის დეკოდერში” ხელოვნური ინტელექტის ახალი სისტემა შეიყვანეს, რომელსაც ადამიანის ფიქრების ტექსტად გარდაქმნა უსწრაფესად შეუძლია.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ალგორითმი ადამიანის ტვინს ძალიან სწრაფად “ერგება”. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სისტემის გამოყენება ბევრ ადამიანზე იქნება შესაძლებელი.

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა აფაზიის მქონე ადამიანებს დაეხმარება. ცნობისთვის, აფაზიის მქონე პირებს კომუნიკაციის უნარი შეზღუდული აქვთ.

ტვინის დეკოდერი მანქანურ დასწავლას იყენებს, რათა ადამიანის ფიქრები ტექსტად თარგმნოს. აქამდე ამისთვის პაციენტის MRI აპარატის ქვეშ მოთავსება იყო საჭირო და მოწყობილობა კონკრეტული ადამიანების ტვინის შესწავლის შემდეგ მუშაობდა. პარალელურად, პაციენტს ხმები უნდა მოესმინა და უკვე ამის შემდეგ აღბეჭდავდა მის ფიქრებს მოწყობილობა.

„აფაზიის მქონე ადამიანებისთვის რთულია ენის გაგება და მეტყველება. ეს ტვინის დეკოდერის მუშაობასაც ართულებს, რადგან პაციენტს სიტყვების გარჩევაც უჭირს”, – თქვა კვლევის თანაავტორმა, ალექსანდრე ჰუტმა.

ახალ კვლევაში, რომელიც 6 თებერვალს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა, ჰუტმა ეს გამოწვევა დაძლია.

„ჩვენ გვინდოდა უნივერსალური დეკოდერის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის ფიქრებს წაიკითხავდა. აქამდე ეს შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა ჰუტმა.

მკვლევრებმა თავიდან ტვინის დეკოდერი რამდენიმე ადამიანზე გაწვრთნეს. მათ მონაცემები MRI-ის გამოყენებით მოიპოვეს, რა დროსაც კვლევის მონაწილეები რადიოს 10 საათის განმავლობაში უსმენდნენ… სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მითია თუ რეალობა იმუნიტეტის გაძლიერება - თანამედროვე ფარმინდუსტრიის სიცრუის მანქანა და სენსაციური თუ გასაოცარი ფაქტები იმუნიტეტზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი