შეასრულეთ ეს რჩევა 26 დეკემბრამდე, რომ წარმატებას მიაღწიოთ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
ასტროლოგია

მზარდი მთვარის პერიოდში შეგიძლიათ, დაიწყოთ რაიმე ახლის შესწავლა, განვითარებაზე ფიქრი, ცოდნის გამრავალფეროვნება, ახალი საქმე, პროექტები – ყველა წამოწყება წარმატებით დასრულდება.

26 დეკემბრის ჩათვლი თითოეულ დღეს საკუთარი მახასიათებელი აქვს და შეგიძლიათ, საქმეებიც ამის მიხედვით დაგეგმოთ:

17 დეკემბერი

დაგეგმეთ მცირე მოგზაურობა, გასეირნება, იფიქრეთ საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე. შესაძლოა, ძალიან საინტერესო ინიციატივა გაგიჩნდეთ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

18 დეკემბერი

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. ასევე, შეგიძლიათ, სილამაზის სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაც დაგეგმოთ.

19 დეკემბერი

მნიშვნელოვანია იმის გაკეთება, რაც გაბედნიერებთ და შთაგონებას გაძლევთ. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. ნუ წამოიწყებთ კამათს – შესაძლოა, ეს დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

20 დეკემბერი

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ დღეს მნიშვნელოვანია, გარკვეული ინიციატივები გამოხატოთ და ადამიანებს თქვენი რეალური შესაძლებლობები და უნარები აჩვენოთ. გექნებათ შანსი, რომ საინტერესო შეთავაზება მიიღოთ და ცხოვრება შეცვალოთ.

21 დეკემბერი

ოჯახური შეკრებებისთვის, ახალი საქმის, ბიზნესისა და პროექტის წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. ასევე, გადაყარეთ ძველი ნივთები და სახლი საფუძვლიანად დაასუფთავეთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ჩხუბსა და დაშორებას ნუ გადაწყვეტთ. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში ძალიან ინანოთ.

22 დეკემბერი

მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და არსებულ პროექტებზე კონცენტრირდეთ. დღე მოგზაურობებისთვის და გადაადგილებებისთვის შესანიშნავია.

23 დეკემბერი

შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანებს საჩუქრები აჩუქოთ და საქველმოქმედო საქმეებში ჩაერთოთ. სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.

24 დეკემბერი

კარგი დღეა სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. შეგიძლიათ, ჩაატაროთ კულინარიული ექსპერიმენტებიც და რაიმე ახალი სცადოთ. ნუ გადაწყვეტთ ხანგრძლივ მოგზაურობებს, ან არსებულ ურთიერთობებში რაიმეს შეცვლას.

25 დეკემბერი

მნიშვნელოვანი საქმეებისა და გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად შესანიშნავი დღეა. შეგიძლიათ, დაფიქრდეთ სამსახურის შეცვლაზე, საკუთარი იმიჯის განახლებაზე. მოუსმინეთ მუსიკას და დაკავდით იმ აქტივობებით, რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ.

26 დეკემბერი

ნუ დაემორჩილებით სიზარმაცეს – ის, რასაც აღნიშნულ დღეს გააკეთებთ, დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ. ამიტომ, იფიქრეთ პოზიტიურად, იყავით აქტიური, სცადეთ ბევრი განსხვავებული რამ და საინტერესო თავგადასავლები დააგროვეთ. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს. შეეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.

  თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

#drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). შეასრულეთ ეს რჩევა 26 დეკემბრამდე, რომ წარმატებას მიაღწიოთ. 20 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/შეასრულეთ-ეს-რჩევა-26-დეკემ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi