ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „სთორი“ საგვარეულო წყევლასა და შავ მაგიაზე ისაუბრა:
„სამი ძირითადი ფორმაა სულის დაბინძურებისა, შედარებით ყველაზე მსუბუქი და ძალიან გავრცელებული ეს არის თვალის აღება და უმრავლესობას ეს გვაქვს.
მეორე ეს არის საგვარეულო წყევლა.
მესამე ფორმა კი არის შავი მაგია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, მათ შორის მთელ საქართველოში“- განაცხადა ცაგარელმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თქვენს შემთხვევაში რას მოიცავდა საგვარეულო წყევლა?- ცაგარელი პასუხობს:
„როცა წყევლა საგვარეულო ხაზით მოდის ეს ძალიან უშლის ხელს რეპროდუქციას, ვერ იგებ რატომ.
პირველ მეუღლესთან იყო ასეთი რამ, როდესაც მივედით ექიმთან ყველაფერი ორივე მხარეს იყო ნორმაში. ექიმებმა ვერაფერი ვერ მითხრეს… ნუ არ გამოდის არაფერი ხომ? ვერავინ ვერაფერს ვერ გვეუბნება. მე მერე მივხვდი, რომ საგვარეულო წყევლა სამშობლოსთან არის კავშირში, ამიტომ მოვიფიქრე, წავედით უცხოეთში, ვთქვით-აბა მოვსინჯოთ იქ და იქ მოხდა განაყოფიერება“,- ასე უპასუხა ცაგარელმა გადაცემის წამყვანის კითხვას.
მასალის გამოყენების პირობები