პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიმტრებს უფრო ადვილად ვიძენ, ვიდრე მეგობრებს - ხატია სიჭინავა

მტრებს უფრო ადვილად ვიძენ, ვიდრე მეგობრებს – ხატია სიჭინავა

როგორია ხატია სიჭინავას თვისებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ხატია სიჭინავა: 3 აპრილს დავიბადე. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ასტროლოგიაში, მაგრამ ვერძის თვისებები ძალიან შეესაბამება ჩემს ხასიათს.

– ვერძი თავგადასავლების მოყვარულია, მასთან არასდროს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლადო. ასეა?

– ვგიჟდები თავგადასავლებზე. ჩემი ცხოვრება თავგადასავლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთან ნამდვილად ვერ მოიწყენ, რადგან ჩემი იუმორიც, როგორც ალბათ, ყველა ვერძის, ძლიერი მხარეა. ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებსაც იუმორი აქვთ და ვიწყენ მასთან, ვინც იუმორს ვერ იგებს. ამიტომ ასეთებთან საერთოდ არ ვკონტაქტობ.

– ასხივებენ ოპტიმიზმს და არცერთი ვერძი, არასდროს არ აღიარებს წაგებას…

– პესიმიზმი ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა. ცხოვრებაში არ მქონია დეპრესია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ეტაპები მაქვს გავლილი. თუ ცუდი ხდება, მჯერა, რომ მას აუცილებლად მოჰყვება კარგი. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებს თუ უცხო ადამიანებს დავაჯერო, რომ მხოლოდ ოპტიმისტური განწყობა არის ადამიანის მამოძრავებელი ძალა. ცხოვრებაში რაც არ უნდა „შავ პალასაზე“ იყო, უნდა გჯეროდეს, რომ დაღმართის შემდეგ, აუცილებლად აღმართი მოდის.

რაც შეეხება წაგებას, ჩემში ძალიან ძლიერია გამარჯვების სურვილი. ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ვერძისთვის ისაა, რომ პოზიციას არასდროს თმობს. თუ არ გამოსდის, მანამდე ცდილობს, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს.

– პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესი…

– ვიტყოდი, იმდენად სწრაფი ვარ, რომ სხვა ჩემთვის თავისი აზრის გაზიარებას ვერ ასწრებს ხოლმე (იცინის). სანამ ვინმე რამე რჩევას მომცემს, მე უკვე გავლილი მაქვს. სხვათა შორის, ჩემი ქმარი სასწორია და სანამ ის აწონ-დაწონის, მე უკვე შვიდჯერ მაქვს გავლილი ეს გზა. ამიტომ შეიძლება, რაღაც მომენტში, ვერძები როცა მიზნისკენ ისწრაფვიან, მართლა ვერ ითვალისწინებენ სხვის აზრს. მეც, იმიტომ არა, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს, უბრალოდ, ძალიან სწრაფად ვაზროვნებ და ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას. ვიღაც ერთი დღე რომ ფიქრობს, მე ჯიქივით მივდივარ მიზნისკენ, შეუჩერებლად და უკომპრომისოდ. როცა რამე მინდა, დედამიწაზე ვერავინ შემაჩერებს.

  მოქალაქეს მანქანაზე ოთხივე საბურავი მოხსნილი დახვდა – შემთხვევა ბათუმში მოხდა

– უპირობო ლიდერები არიან, ადვილად იძენენ მეგობრებსაც და მტრებსაც…

– ვიტყოდი, რომ მტრებს უფრო ადვილად ვიძენ, თუმცა, მეგობრებსაც (იცინის). როგორც ვთქვი, ძალიან ადვილად შევდივარ კონტაქტში, მიყვარს ეს პროცესი. რაც შეეხება მტრებს, ადვილად ვიძენ, ალბათ, იმიტომ რომ ყველას არ უყვარს გულღია ადამიანები, თუნდაც მეგობრულები, ან ზედმეტად წარმატებულები, ან უკომპრომისოები. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდად არ უყვართ ლიდერი ადამიანები. არადა, რაც არ უნდა ვთქვათ, ვერძებს ნამდვილად აქვთ ლიდერობის თვისება.

– ოღონდ მტრებთან გამკლავებაც არ გიჭირთ.

– არა, გამკლავება საერთოდ არ მიჭირს. თუ ვიღაც დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაზე ფიქრში, რა უყოს მტრებს, ჩემთვის მტერი ცარიელი ადგილია. არ ვაღიარებ არანაირ მტრობას, ჩემი მტერი ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, ცარიელი ადგილია. სოციალურ ქსელში რომ ნეგატიური კომენტარები იწერება, ჩემთვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთოდ არ მოქმედებს. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს რომ პასუხი გავცე, მათთვის ეს ძალიან დიდი პატივი იქნება, ამიტომ ვერასდროს ნახავთ ჩემს ერთ კომენტარსაც კი მათ საპასუხოდ.

– ვერძებისთვის ხელმისაწვდომია სიმდიდრეც, ძალაუფლებაც, მაგრამ პარალელურად, ცხოვრებაში ხვდებათ დიდი ბარიერებიც…

– ბარიერებისა და სირთულეების გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა მოსახვევში ბარიერი მხვდება. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ ვერ წარმომიდგენია, თუ ვიღაც სირთულეების გარეშე ცხოვრობს. იმდენად ადაპტირებული ვარ ბარიერებთან, ისეთი წინააღმდეგობები გადამილახავს, რომ არაბულ ულაყსაც გაუჭირდება გადახტომა. საბედნიეროდ, ვახერხებ – ღმერთის წყალობითა და საკუთარი თავის რწმენით. ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში როგორი ბარიერიც არ უნდა შემხვდეს, აუცილებლად გადავლახავ. წყარო „თბილისელები“

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.