ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაყურადღებით! საქართველოში გავრცელდა კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა - ახალმა თაღლითურმა სქემამ...

ყურადღებით! საქართველოში გავრცელდა კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა – ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო – საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

საქართველოში გავრცელდა კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა, რომელიც PCDAI-ის სახელით მოქმედებს და მოსახლეობას სოციალური მედიის საშუალებით სამსახურის ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, – ამის შესახებ საბანკო ასოციაცია გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, სქემის ფარგლებში მოქალაქეებს PCDAI-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ანგარიშის ე.წ. „აქტივაციის“ მიზნით წინასწარი დეპოზიტის გადახდას სთხოვენ (დაფიქსირდა 180, 875, 2000 და 3000 ლარის მოთხოვნის შემთხვევები).

“სანდოობის შესაქმნელად, თაღლითები შერჩეულ მსხვერპლს პირველ ეტაპზე მცირე ოდენობის თანხას ურიცხავდნენ, რითიც მის ნდობას იმსახურებდნენ. მას შემდეგ, რაც დაზარალებულებისგან მნიშვნელოვან თანხებს აგროვებდნენ, პლატფორმა წყვეტდა ფუნქციონირებას და კომპანია აღარ იძებნებოდა.

თუმცა, ამით სქემა არ სრულდებოდა – თაღლითები დაზარალებულებს კვლავ უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ პლატფორმას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, ხოლო თანხის დასაბრუნებლად დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იყო საჭირო.

აღნიშნული სქემა წარმოადგენს კლასიკურ ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანია სამუშაოსა და დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანების ნდობის მოპოვება და მათი მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობა.

მსგავსი სქემები შესაძლოა სხვა სახელწოდებითაც გამოჩნდეს. ამიტომ, მომხმარებლები ფხიზლად უნდა იყვნენ და სწრაფად გამდიდრების, გარანტირებული დასაქმებისა თუ არარეალურად მაღალი სარგებლის მიღების შეთავაზებები კრიტიკულად შეაფასონ.

გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

  • არასდროს გადაიხადოთ წინასწარ თანხა სამუშაოს შეთავაზებისთვის: რეალური დამსაქმებელი დეპოზიტს კონკრეტულ ვაკანსიაზე წვდომის სანაცვლოდ არასდროს მოგთხოვთ;
  • პოტენციური დამსაქმებლის გადამოწმება: მოიძიეთ და გადაამოწმეთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, მისი ოფიციალური ვებ-გვერდი და საკონტაქტო ოფიციალური არხები;
  • დასაქმების სანდო, ცნობილი პორტალებით სარგებლობა: გამოიყენეთ დასაქმების ცნობილი პლატფორმები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა გადამოწმებული განცხადებები;
  • ცოდნის გაზიარება და გაფრთხილება: თაღლითები ხშირად პოტენციურ მსხვერპლად მოწყვლად ჯგუფებს ირჩევენ, ამიტომ გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფნი აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ და გაუზიარეთ ეს რეკომენდაციები;
  • გაუფრთხილდით პერსონალურ და პირად ინფორმაციას: არასდროს გააზიაროთ უცნობ სივრცეში და უცნობებთან კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცავით პირადი მონაცემები, ფინანსური და საბარათე ინფორმაცია”, – წერია ასოციაციის განცხადებაში.
  გივი მიქანაძე: 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.