მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ამჯერად ალექსანდრა პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სტილის ცვლილება დაშორებისგან გამოწვეულ დეპრესიას არ უკავშირდება:
„ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც – დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ”.
მან ასევე ისაუბრა თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის შესახებაც:
„მანამდეც სრულყოფილი ქალი ვიყავი და მერეც. კარიერაც მქონდა და მექნება ყოველთვის. კაცს ამასთან რა საერთო აქვს. შენს თავზე უნდა იმუშაო”. ალექსანდრამ განმარტა ისიც, რომ დავით კოდუა მისი ქმარი არ ყოფილა, ხოლო ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აქვს: „ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას”.
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია…“- ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობაზე. 13 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ყოფილ-ცოლს-არ-დაბრუნები/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-23T04:30:32+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
