ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება საჯარო სკოლებში სექტემბრიდან

ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ – რა სიახლე ამოქმედდება საჯარო სკოლებში სექტემბრიდან

2025 2ლის სექტემბრიდან კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.

„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები.
2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დაახლოებით 2 000-მდე ადამიანის მონაცემები გამჟღავნდა“ - რა განცხადებას ავრცელებს „სილქნეტი“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი