ყველაზე უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები მაკიაჟითა და ვარცხნილობით ქალების მოხიბვლას ცდილობენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ვოდაბე (Wodaabe) პატარა აფრიკული ტომია, რომელიც ფულანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მათი რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება და ძირითადად ნიგერიის, ნიგერის, კამერუნის, ჩადისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ტომის წარმომადგენლები ძირითადად გარე სამყაროსგან იზოლირებულები არიან, რამაც მათი საუკუნეების წინანდელი კულტურა და ტრადიციები შემოუნახა.

ვოდაბეს ტომის წევრები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ. ისინი ადგილობრივ აფრიკულ მსხვილფეხა საქონელს- ზებუს უვლიან და საძოვრების სიმცირის გამო მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან.

რელიგია და კულტურა

- Advertisement -
Ad imageAd image

ტომის წარმომადგენელთა უმრავლესობა მუსლიმები არიან. მათ ისლამი მე-16 საუკუნეში მიიღეს. აუცილებელია აღნიშნოს, რომ ისლამი მათ ტრადიციულ წარმართულ რიტუალებს შეერწყა და მათ დღევანდელი რელიგია ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.

ვოდაბეს ტრადიციების მიხედვით, მშობლებს მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის უფლება არ აქვთ და მათ ძირითადად ბებია-ბაბუა ზრდიან.

ნაყოფიერების ფესტივალი

წელიწადში ერთხელ, სექტემბერში ისინი ნაყოფიერების ფესტივალს მართავენ სახელწოდებით გერევოლი (gerewol), სადაც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჟიურიში კი ქალბატონები არიან. ადგილობრივი ქალბატონები ძალიან აფასებენ თეთრ თვალებსა და კბილებს, ამიტომ მამაკაცები მაკიაჟს იკეთებენ, რათა ამ თავისებურებებს ხაზი გაუსვან.

ქალი-მოსამართლეები ირჩევენ კაცებს, რომლებსაც ყველაზე მიმზიდველად ჩათვლიან, რათა ღამე მასთან გაატარონ ან ცოლად გაჰყვნენ.ა

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან შეუღლებულ წყვილებს სხვების თანდასწრებით ერთმანეთთან საუბრისა და ხელით შეხების უფლება არ აქვთ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ყველაზე უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები მაკიაჟითა და ვარცხნილობით ქალების მოხიბვლას ცდილობენ. 9 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველაზე-უცნაური-აფრიკული/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T00:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi