პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში

ვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღის მოახლოებამ, მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი სალომე ბეჟაშვილი ამბობს, აღნიშნული გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

უფრო კონკრეტულად, ვის ეკისრება ქონების გადასახადი და როგორია ჯარიმის მოცულობა, „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტს სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.

– ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები, ისე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიულ პირები. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადის გადახდა უწევს ყველას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების), ყველა იხდის ქონების გადასახადის. კითხვის გაგრძელება…

  რომელი ქვეყნის დედაქალაქში შეიძლება ამოიწუროს წყალი პირველად - ორგანიზაცია Mercy Corps-ის ანგარიში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი