პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაქობულეთში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.

დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

  ინტერნეტში მოძიებული რჩევით, მოღალატე ცოლმა ქმარს მდუღარე ზეთი გადაასხა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი