ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მიღებული ტრავმის შედეგად ქალია ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მჯდარი ორი პირი დაშავდა. დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სკანდალური ჩვენება: "ცოცხლები რომ იყვნენ, კიდევ ერთხელ მოვკლავდი" - კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობა ბრალდებულმა აღიარა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი