ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებული თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს. პროკურორმა და ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 25 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქმრის-მკვლელობაში-ბრალდე/

  წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება – ჯარში გაწვევის შესახებ უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საიტზე გამოქვეყნდება, ხოლო მე-7 დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi