ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქმრისთვის დედა უფრო ვარ, ვიდრე ცოლი... ის მამაკაცი მჭირდება, რომელიც შემიყვარდა“ -...

„ქმრისთვის დედა უფრო ვარ, ვიდრე ცოლი… ის მამაკაცი მჭირდება, რომელიც შემიყვარდა“ – რას წერს 31 წლის ქალი?

„ქალი სიყვარულს მზუნველობით გამოხატავსო“ – ხშირად მეუბნებოდა დედა და ჩემს თვალში თვითონ იყო იდეალური დედისა და ცოლის განსახიერება.

მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა, სახლი ყოველთვის წესრიგში ჰქონდა, სისუფთავე მაშინვე გეცემოდათ თვალში. სადილი თუ ვახშამი ყოველთვის მზად იყო. ამ ყველაფერს ისე ორგანიზებულად და მშვიდად აკეთებდა, ვერც მამჩნევდით, როდის ახერხებდა ამას. მამაჩემიც ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა, როგორ გაუმართლა ცოლში. მეოჯახეობით არც ის ცამორჩებოდა, თავისუფალ დროს გვეთამაშებოდა, გვამეცადინებდა, სახლის დალაგებაშიც ეხმარებოდა დედას. აგარაკის სახლიც თავისი ხელით ააშენა, მოაწყო, სადაც უბედნიერესი ბავშვობა გავატარეთ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იდეალურში თუ არა, იდეალურთან ძალიან ახლოს მყოფ გარემოში გავიზარდე და რა გასაკვირია, რომ თავადაც ასეთი ოჯახი მსურდა.

3 წლის წინ გავთხოვდი. ზუსტად ვიცოდი, რა პასუხისმგებლობასაც ვიღებდი. პირველივე დღეებიდან დავიწყე სახლში კომფორტის შექმნა და ჩემს მეუღლეზე ზრუნვა. ვცდილობდი, მაქსიმალურად თბილი ურთიერთობა გვქონოდა.

“დაიღალე? დაისვენე, თვითონ მოვამზადებ სადილს! არ ინერვიულო, მე შევარჩევ დედაშენისთვის საჩუქრს… სამსახურის შემდეგ სუპერმარკეტში გამოვივლი, რა წამოგიღო?“ – ამ ფრაზებს ყოველდღიურად ვეუბნებოდით ერთმანეთს და თავიდან ეს დამოკიდებულება ნამდვილად ორმხრივი იყო. ბედნიერი ვიყავი: ოჯახი მქონდა, მოსიყვარულე მეუღლე მყავდა და შვილის გაჩენაზეც ვფიქრობდი, მით უმეტეს, რომ სამსახურში საქმე მშვენივრად მიდიოდა ჩემს ქმარს.

მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ქმარი ასე აქტიურად აღარ ცდილობდა ჩემს დახმარებას, არც რაიმე სასიამოვნო ჟესტის გაკეთებას. უფრო დაბნეული და დაუდევარი გახდა. ხშირად მიწევდა შეხსენება, „ტელეფონი არ დაგრჩეს“ , „გასაღები აიღო?“, „ნაგავი გადაყარე?“ სახლში მოსულიც უფრო და უფრო ხშირად ჩაუჯდებოდა ხოლმე კომპიუტერს ან ტელევიზორს. დასვენების დღეებზეც აღარფერს მეკითხებოდა, მე ვწყვეტდი, სად და როგორ გაგვეტარებინა უქმეები.

თანდათან დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს უკვე დედაჩემის ფრაზებით ველაპარაკებოდი: „მოშორდი, ბოლო-ბოლო, ტელევიზორს და მოდი საჭმელად”. “საბანაოდ არ შედიხარ?” “ხვალ ეს სვიტრი აღარ ჩაიცვა”, “თავი ხომ არ გტკივა?“. ცოლი კი არა, დედობილი გავხდი.

პირველად რომ დავიჩივლე ამაზე, დედამ მითხრა, დედობრივი ინსტინქტები გაქვს მჭარბებული შვილი რომ გაგიჩნდება, ყველაფერი დალაგდებაო. ვიმშობიარე. მაგრამ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახლა თითქოს ორი შვილი მყავს: ორივეზე უნდა ვიზრუნო. ისევ შენიშვნებით ვავსებ ქმარს: „არასწორად გიჭირავს“, „ბოთლს ასე ნუ აყირავებ“, „ხელები ხომ დაიბანე“, „ახალ ნაჭამზე ნუ აგყავს“ და ასე შემდეგ. მართლა სჭირდება დევნა და ყველაფრის შეხსენება თუ შესწორება.

სხვადასხვა ოთახში გვძინავს. მშობიარობის შემდეგ სექსი არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვე გავიდა. ვერ ვიტყვი, რომ ქმარი არ მიყვარს, ან მას არ ვუყვარვარ. ძალიან ძვირფასია ჩემთვის, როგორც ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ მე ის მამაკაცი მჭირდება, რომელიც შემიყვარდა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე დედა-შვილივით, ან როგორ უნდა გამოვასწორო ეს სიტუაცია?

ნინო, 31 წლის.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი