ამერიკელებმა საყვარელი ადამიანის საჩუქრისთვის საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს – ვალენტინობის ეკონომიკური ეფექტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სიყვარულის საერთაშორისო დღემ ჩაიარა, ახლა კი დროა მისი ეკონომიკური გავლენა შევაფასოთ. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ ვალენტინობის დღის აღსანიშნავად 26 მილიარდი დოლარი დახარჯა.

თავად ეს რიცხვი ეროვნულ დანახარჯს წარმოადგენს და ის ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა თითოეულ მოქალაქეზე დაანგარიშებული სტატისტიკა. როგორც ჩანს, ამერიკელებმა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გასაკეთებლად საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს.

186 დოლარი თითქმის 8 დოლარით მეტია ხუთი წლის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ანუ ამ მიმართულებით ინფლაცია ცალსახად შესამჩნევია. ხარჯის უდიდესი ნაწილი სამკაულებზე მოდის, 33% – ტანსაცმელზე და 17% ყვავილებზე.

ამ 186 დოლარს თუ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ საშუალოდ ხარჯი დაახლოებით 493 ლარს შეადგენს. წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ამერიკელებმა საყვარელი ადამიანის საჩუქრისთვის საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს – ვალენტინობის ეკონომიკური ეფექტი. 16 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ამერიკელებმა-საყვარელი-ა/

  წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi