ქიმიოთერაპიის კვალის წასაშლელად, ვიზაჟისტებმა ქეით მიდლტონის საჯარო გამოსვლისთვის, ორი საათი უწყვეტად იმუშავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ქეით მილდტონი

ჯერ კიდევ იანვარში ქეით მიდლტონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის სიმსივნეს ებრძვის და საჯარო საქმიანობას დროებით ემიჯნება. ამის მიუხედავად, უელსის პრინცესა მეფის იუბილეზე გამოჩნდა და საზოგადოების გაოცება მოახერხა.

პარალელურად, ქეით მიდლტონმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ეს ჯერ კიდევ დიდი გზის დასასრული არ იყო და მას ქიმიოთერაპიის დასრულება მოუწევდა.

უელსის პრინცესა Trooping the Colour-ის ცერემონიაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. დღეს ირკვევა, რომ პრინცესას იმიჯის შექმნაზე ვიზაჟისტებმა და სტილისტებმა ლამის მთელი დღე იმუშავეს. ინსაიდერები მიდლტონის პირადი სტილისტის, ანიტა რუსის მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პრინცესას მაკიაჟზე სტილისტებმა ორი საათი უწყვეტად იმუშავეს.

პროცესში საჭირო გახდა გრიმიორების ჩართვაც, რათა დაფარულიყო ქიმიოთერაპიის შედეგად დარჩენილი კვალი სახეზე, მათ შორის სხივური თერაპიის კვალი, რომელმაც წარბების დაზიანება გამოიწვია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქიმიოთერაპიის კვალის წასაშლელად, ვიზაჟისტებმა ქეით მიდლტონის საჯარო გამოსვლისთვის, ორი საათი უწყვეტად იმუშავეს. 8 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქიმიოთერაპიის-კვალის-წას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi