პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას“-მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას“-მიხეილ ყაველაშვილი

ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ-იორკში, ვიზიტის შეჯამებისას. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არაერთმა ლიდერმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ღირებულებებზე, რომელსაც საქართველო იცავს.

„ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა. ღირებულებებს, რომლებსაც ის შეეხო, ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, რომ თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. ის ასევე შეეხო ოჯახისა და რწმენის თემას, რომელსაც იცავს ჩვენი ქვეყანა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მყარად იყვნენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  „კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი“ - ნახეთ, რა მისამართზე შეიზღუდა მოძრაობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი