ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაქართული მართვის მოწმობა ახლა საბერძნეთშიც მოქმედებს - სიახლეები, რაც უნდა იცოდეთ

ქართული მართვის მოწმობა ახლა საბერძნეთშიც მოქმედებს – სიახლეები, რაც უნდა იცოდეთ

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ძალაში შევიდა მართვის მოწმობისა და ურთიერთ აღიარების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც საბერძნეთში მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ მინიჭებული, ყოველგვარი გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ რომ ქართული მართვის მოწმობა გადაცვალონ ბერძნულ მართვის მოწმობაში. საბერძნეთი არის უკვე მესამე ქვეყანა სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ გადაცვალონ მართვის მოწმობა, ადრე ეს შეთანხმების გაფორმებული არის ირლანდიასთან და ესპანეთთან.

შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას, 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი