ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია" - ლიანა ისაკაძის გულახდილი ინტერვიუ...

„თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია” – ლიანა ისაკაძის გულახდილი ინტერვიუ “პრაიმტაიმთან” (არქივი)

ვიოლინოს ჯადოქრის თავბრუდამხვევმა ცხოვრებამ 78 წელში ჩაიქროლა და ხუთ ივლისს დასრულდა… სცენასა და საზოგადოებას მეუღლის გარდაცვალებისთანავე გამოეთხოვა. ცხოვრების კულისებს, უკანასკნელი შვიდი წელი შეაფარა თავი. უარი თქვა ყველაფერზე. მარადიულ სიყვარულს ასე უდარაჯა, შერყეული ჯანმრთელობით, მარტოსულმა და ხალისდაკარგულმა. 

***

ეს 2009 წელს აღებული ინტერვიუა. სრულიად ფანტასტიკური, რადგანაც მსოფლიო ლეგენდა თავის ცხოვრებას იხსენებს… ასეთი მასშტაბური ადამიანები, პირადზე ბევრს არაფერს ამბობენ. ამიტომაც, ბედნიერი ვარ, რომ გაზეთი “პრაიმტაიმისთვის” ასე გულახდილად მესაუბრა.

მახსოვს, ცხელოდა. აბანოთუბანში, ქალბატონ ლიანასთან სახლში, ცელქი კოკერ-სპანიელი დარბოდა. ჩემი რესპონდენტი კი იყო ისეთივე შარმიანი, როგორც სცენაზე. მაყვალივით შავად მოელვარე თვალებითა და საინტერესო თხრობის მანერით. ამგვარი ინტერვიუების დროს, დრო და სივრცე ერთიანდება და მოგზაურობ.

ბავშვობა დიდუბეში

“ჩემი თავი მრგვალი და მსუქანი მახსენდება. მენატრებიან ჩემი მშობლები და ძმა, რომლებიც ცო­ცხალნი აღარ არიან, მაგრამ ყო­ველდღე ჩემთან ცხოვრობენ, ჩემს გულში სხედან. მახსენდება ჩემი პირველი სახლი დიდუბეში… იც­ით, რა კარგი იყო?! სასწაული ად­გილი იყო. საერთოდ, დიდუბიდან გამოვიდა ყველა უნიჭიერესი ად­ამიანი. იქ ხალხი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობდა. ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეფერებოდა, ეხმარებოდა. ბაბუ­აჩემის ხელით აშენებულ სახლში, სულ ორი ოთახი იყო, მაგრამ ბე­ვრი ვცხოვრობდით, ბებია, მამი­დები…

ეზო გვქონდა, გვერდით ბიძაჩემი ცხოვრობდა, ვალოდია ისაკაძე. მამაჩემი ამბობდა, კიტრი არ უნდა ჭამო, წყალია და არაფ­ერი სარგებელი არ არის მასშიო. ბიძა გადმოუგდებდა კიტრს, მამა აქედან უკან გადაუგდებდა და ასე ხუმრობდნენ. სიმსუქნის გამო ვალოდია ბიძია “ჯირკვას” მეძახდა. ქათმები მიყვარდა. დე­დას არ ვაძლევდი დაკვლის საშუ­ალებას. მერე, მე რომ არ დამენა­ხა, ჩუმად კლავდნენ. რა საკვირვე­ლია ვტიროდი, როდესაც რომე­ლიმე ქათამს ვეღარ დავინახავდი. უამრავი ფოტოები მაქვს დედლ­ებთან გადაღებული.”

ვიოლინო

“ფორტეპიანოზე უნდა შევსულ­იყავი იმიტომ, რომ სამი წლიდან ვუკრავდი და ვწერდი პიესებს, რომლებსაც დედა იწერდა. მაგრამ ჩემს მშობლებს ურჩევდნენ, ასეთი ნიჭიერი რომ არის, ვიოლინოზე ჩააბაროსო. ფორტეპიანოს გამო­ცდის დროს, ავად გავხდი. 7 წლის ვიყავი და ერთი წელი რომ არ და­მეკარგა, შემდეგი მისაღები გამო­ცდა ვიოლინოზე იყო და იქ შემიყვან­ეს…

  დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას... სამი მეტანიით დაიწყეთ - ბერი პაისის რჩევა

ბედისწერასავით გამოვიდა… მამაჩემი, როგორც მღეროდა, ეს ღმერთის სიმღერა იყო, რაღაც სასწაული… მთელი ცხოვრება ყუ­რში მაქვს მისი ხმა და ნამღერი. სულ ვფიქრობ, ნეტა ისე ავამღე­რო ვიოლინო, როგორც ამას მამა აკეთებდა.

ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. მუ­სიკალურ ათწლედში გაკვეთილზე შეცდომას თუ დავუშვებდი და ორ­ჯერ გამიმეორებდნ­ენ ერთსა და იმავეს, ვტიროდი, ესე იგი მე უნიჭო ვარ, ვერ ვი­გებ, აბა, ორჯერ რატომ გამიმეორა მასწავლებელმა-მეთქი? სხვათა შორის, ეს თვისება მოსკოვის კო­ნსერვატორიაში სწავლის დროსაც გამყვა. ჩუმი და კისკისა ვიყავი. კისკისა, „ხახატუნიაც“ მოსკოვში შემარქვეს.

ათი წლის რომ ვიყავი, მოსკ­ოვის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამგზავნეს და კონკ­ურსის გარეშე დამაკვრევინეს (17 წლიდან უშვებდნენ ამ კონკ­ურსზე). კონკურსის პრეზიდენტი დავიდ ოიშტრახი იყო. ათი წლის სასწაული ბავშვი რომ დამინახა საქართველოდან, დაიჟინა, რომ მასთან უნდა ჩავსულიყავი სასწ­ავლებლად. მე არ შემეძლო და­მეტოვებინა პროფესორი ლეო შიუკაშვილი, ჩემი პირველი მასწ­ავლებელი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მერე იმ­ავე კონკურსზე, 14 წლის ასაკში, ისევ გამგზავნეს. ისევ ოიშტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. მე­ორე პრემია ავიღე. უკვე ოიშტ­რახმა დაჟინებით თქვა, რომ მო­სკოვის კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, არადა, ერთი წელი მქონდა დარჩენილი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში (თერთმეტი წელი უნდა მესწავლა), მაგრამ ერ­თი წლით ადრე დამამთავრებინეს… განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.