ქართული კერძები, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე საერთაშორისო გასტროკონგრესზე – Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. როგორც კვიჭიძემ გასტროკონგრესზე ქართულმა პროდუქტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ქართული კერძები, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ

„საქართველო უკვე მეორე წელია რაც ამ კონგრესზე მონაწილეობს. მე, პირადად, პირველი წელია რაც ვესწრებოდი. საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეული ქართული პროდუქტები. ესენი გახლდათ: წიპწის ზეთი, ღვინის მარილი, სხვადასხვა საწებლები, აჯიკები. ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ მათთვის უცხო იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა გრძელმა თხილმა, რომელიც, თითქოს, ჩვენთვის ჩვეულებრივია, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, რა იყო ეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველი, რომელიც ჩვენ წავიღეთ. ეს იყო სვანური ნარჩვი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს საქართველოსთვისაც უცხოა, ბევრმა არც იცის და არც გაუსინჯავს, წარმოებაც ნაკლებია და ამიტომ მათთვის ეს პროდუქტი ძალიან საინტერესო იყო. გუდის ყველზე გავამახვილებდი ყურადღებას – სტუმრები მოდიოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე საუკეთესო ყველია, რაც გავსინჯეთო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და თან საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა ბაზარზე შეხვიდე,”- განაცხადა კვიჭიძემ. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ქართული კერძები, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ. 17 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართული-კერძები-რომლები/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi