ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიქართველ სპორტსმენთა ნაწილი ოლიმპიადაზე მიემგზავრება - როგორია განწყობა საქართველოს ოლიმპიურ გუნდში

ქართველ სპორტსმენთა ნაწილი ოლიმპიადაზე მიემგზავრება – როგორია განწყობა საქართველოს ოლიმპიურ გუნდში

პარიზის ოლიმპიადა ხვალ ოფიციალურად იხსნება. სულ მალე, საფრანგეთის მიმართულებით ქართველ სპორტსმენთა ნაწილი – მოცურავეები და ძალოსნები გაემგზავრებიან. “კურიერი” აეროპორტში იმყოფება და სპორტსმენებს პირდაპირ ეთერში გაესაუბრა.

სპორტსმენები პოზიტიურად არიან განწყობილები და აქვთ მოლოდინი, რომ წელს, წინა ოლიმპიადასთან შედარებით, უკეთესი შედეგები დაიდება.

შოთა მიშველიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ძალოსანი: “მინდა ყველა გამომსვლელს, სპორტსმენს ვუსურვო წარმატება რაც შეიძლება მეტი მედლებით, რაც შეიძლება მეტი გამარჯვებებით და მეტი საქართველოს ჰიმნით. რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობებს – ამ ეტაპზე, არის რაღაც პატარა ხარვეზები, რის აღმოფხვრასაც ვცდილობთ გუნდის მთელი შემადგენლობა. შეჯიბრამდე ჯერ კიდევ არის დრო და ვნახოთ რა იქნება.”

გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “იმედი მაქვს, რომ მიუხედავად თავისი სირთულისა, ეს ოლიმპიადა იქნება უფრო წარმატებული. ასე გვჯერა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია. რაც შეეხება ძალოსნებს – ჩვენ არ დავარღვევთ ტრადიციას – ჯერ, რაც მთავარია, ოქრო, და შემდეგ, როგორც წინა ოლიმპიადაზე, თუ გავალამაზებთ სხვადასხვა მედლებით, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.”

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: “განწყობა გვაქვს საბრძოლო და იმედიანად ვართ, რამეთუ ვიცით, რომ ჩვენს გუნდში 4 ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები. ამიტომ, ეს განწყობა საზოგადოებასაც აქვს. მთავარია, შევხვდებით ოლიმპიურ თამაშებს იმ განწყობით, რა განწყობაც ჰქონდათ წინა შეჯიბრებებში და ვფიქრობ, რომ შედეგი უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე იყო.”

საქართველო პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 10 სპორტის სახეობაში 28 სპორტსმენით წარდგება. პირველები, საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე მოფარიკავე სანდრო ბაზაზე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გამოვლენ, რომლებიც უკვე 27 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, დილის ბლოკში იასპარეზებენ.

მასალის გამოყენების პირობები
  საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის - ჰელსინკის კომისია
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი