ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახე, სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამჯერად მას ფრანგული სახელგანთქმული სახლის — Isabel Marant-ის ახალი სეზონის სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახდა.
Isabel Marant პარიზული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ტრენდებს კარნახობს. ამ ბრენდის კამპანიაში მონაწილეობა მოდელის კარიერაში განსაკუთრებული მიღწევა გახლავთ.
გადაღების ამბავი Look Models Management-მა გაავრცელა — სწორედ ეს სააგენტო წლების განმავლობაში ზრუნავს ქართველი მოდელების საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაზე და მათი კარიერის განვითარებაზე.
კამპანია შესანიშნავი შემოქმედებითი გუნდის მონაწილეობით განხორციელდა: კრეატიული ხელმძღვანელობა Kim Bekker-ს ეკისრებოდა, ფოტოები Drew Vickers-მა გადაიღო, ხოლო ვიდეომასალაზე Shayne Laverdiere მუშაობდა. სტილინგი კი Vogue Paris-ის ლეგენდარულ ყოფილ მთავარ რედაქტორს, Emmanuelle Alt-ს დაევალა, რაც პროექტს განსაკუთრებულ წონას მატებს.
თმის სტილისა და მაკიაჟის სფეროში Damien Boissinot და Christelle Cocquet მუშაობდნენ, ხოლო ქასთინგი DM Casting-ის გუნდმა, Piergiorgio Del Moro-სა და Giulia Massullo-ს ხელმძღვანელობით ჩაატარა.
მატილდა გვარლიანი ქართველ მოდელთა იმ თაობის ნაწილია, რომელიც სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს მსოფლიო რჩეულ სარბიელზე და ქართული სახელის პოპულარიზაციას უწყობს ხელს გლობალური მოდის ინდუსტრიაში.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

