სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიქალები ალენ დელონის ცხოვრებში, საინტერესო ფაქტები და მოგონებები ლეგენდის წარსულიდან

ქალები ალენ დელონის ცხოვრებში, საინტერესო ფაქტები და მოგონებები ლეგენდის წარსულიდან

2024 წლის 18 აგვისტოს ალენ დელონის ეპოქა დამთავრდა – მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და თან წაიყოლა არაერთი თაობის დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ალენის მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდებიან და პატარა ალენს ჯერ ერთი ოჯახი იშვილებს, შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ’ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარებენ, სადაც მთელ ახალგაზრდობას ატარებს. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვია, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდებენ. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდება პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობს. ალენი მამინაცვლის პროფესიას ეუფლება და მოგვიანებით მის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავს.

1953 წელს ალენი სამხედრო სამსახურში მიდის და ინდოჩინეთის ომში იღებს მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული იძულებულია წვრილი სამუშაოები შეასრულოს საარსებო თანხის საშოვნელად. მალე იგი ხვდება ჟან-კლოდ ბრიალის, რომელიც მიიპატიჟებს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. აქ განსაკუთრებულად ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდას მალევე ამჩნევენ. იგი რამდენიმე სასინჯ ჩვენებას გაივლის და ადვილად შეაღწევს კინემატოგრაფიის სამყაროში ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე.

1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელი რეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.

1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს. 1964 წელს დელონი შორდება რომი შნაიდერს და ცოლად ირთავს მსახიობ ნატალი კანოვას, რომელთანაც შეეძინება ვაჟიშვილი, ანტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჟეფის“ გადაღების დროს ალენს შეუყვარდება მირეი დარკი და გაცილდება ცოლს.

1974 წელს ორგანიზებას უკეთებს საფრანგეთში კრივში საერთაშორისო ჩემპიონატს. ამავე პერიოდში აგებს თავლას დოღის ცხენების მოსაშენებლად და იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯირითში. 1978 წელს დელონი იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.

1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ნიდერლანდელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს – ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ფოტოგრაფი კრისტიან აარონ ბულონი გამოსცემს მოგონებების წიგნს „სიყვარული არასოდეს ივიწყებს“, სადაც ამტკიცებს, რომ იგი ალენ დელონის არაღიარებული შვილია. მომდევნო წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.

2003 წელს კლაუდია კარდინალე მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.

ქალები ალენ დელონის ცხოვრებაში 

რომანი რომი შნაიდერთან

ალენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი იყო მსახიობ რომი შნაიდერთან. მათი ურთიერთობა 1958 წელს ფილმ „კრისტინას“ გადაღებების დროს დაიწყო, წყვილი დაინიშნა, მაგრამ 1963 წელს დაშორდნენ.

“უნდა დაგემშვიდობო, ჩემო თოჯინა. ჰო, ასე გეძახდი, ჩემო პატარა თოჯინა. ახლა მეც შენსავით მარტო ვარ, შენს გვერდით ვზივარ და გიყურებ, როგორ გძინავს. გრძელი, შავი კაბა გაცვია, წითელი ნაქარგებით, მგონი ყვავილები უნდა იყოს, მაგრამ ყვავილების მაგივრად შენს სახეს ვუყურებ და პირველად გხედავ ასე დამშვიდებულს. თითქოს ვიღაცამ ყველა დარდი ერთი ხელის მოსმით მოგაშორა. ვფიქრობ შენზე, ჩემზე, ჩვენზე… ნუთუ ჩემი ბრალია?! ვიცი, რომ სიცოცხლე გინდოდა, ვიცი, რომ თავს არ მოიკლავდი, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმ ტკივილის, რომელსაც გულით ატარებდი. გთხოვ, მაპატიე… მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ჩემო თოჯინა, გიყურებ, როგორ გძინავს და თვალს ვერ გწყვეტ. როგორ მინდა შენი ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო. არასოდეს ყოფილხარ ასეთი მშვიდი და მშვენიერი. გერმანული დღემდე არ ვიცი, მაგრამ შენ ერთი ფრაზა მაინც მასწავლე: “მე შენ მიყვარხარ”… ჰო, ძალიან მიყვარხარ, ჩემო თოჯინა. მე შენ ყოველთვის მეყვარები”, – ეს ალენ დელონის ყველაზე ცნობილი წერილია რომი შნაიდერისადმი, სადაც მათი დიდი სიყვარულისა და, ასევე, დიდი ტრაგედიის ნათლად ამოკითხვა შეიძლება.

ქორწინება ნატალი ბართლემისთან

1964 წელს დელონი დაქორწინდა ნატალი ბართლემიზე. მათ შეეძინათ ვაჟი, ენტონი დელონი, რომელმაც ასევე განაგრძო სამსახიობო კარიერა. თუმცა, მათი ქორწინება 1969 წელს განქორწინებით დასრულდა.

ალენ დელონის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც მისი ვაჟი აქვეყნებდა, ვიდეოში ალანიენტონისთან ერტად ქუჩაში სეირნობდა და ამბობდა, რომ ნა­ტა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო. პირ­ველ აგ­ვის­ტოს ნა­ტა­ლი დე­ლო­ნი 83 წლის გახ­დე­ბო­და. ნა­ტა­ლი 79 წლის ასაკ­ში, 2021 წლის 21 იან­ვარს, პა­რიზ­ში, სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

კავშირები სხვა ქალებთან

ალენს მრავალი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მირეილ დარკესთან. მისი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა სწორედ დარკთან იყო, რომელიც მოდელად ქცეული მსახიობი და დოკუმენტალისტი იყო. ისინი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.

დელონის სასიყვარულო ისტორიებში ასევე ფიგურირებს ჰოლანდიელ მოდელ როზალი ვან ბრამპტი. როზალისთან მას ორი შვილი შეეძინა: გოგონა, ანუშკა დელონი, 1990 წელს და ვაჟი, ალენ-ფაბიენი, 1994 წელს.

ცნობილია ასევე დელონისა და დალიდას რომანიც. პოპ დივასა და პოპულარულ მსახიობს ხმაურიანი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სკანდალებით, დრამითა და ტკივილით იყო სავსე,

კრისტიან ბულონის ტრაგიკული ბედი

1962 წელს ალენს მომღერალ ნიკოსგან შეეძინა ვაჟი, კრისტიან აარონ ბულონი. თუმცა მსახიობმა შვილი არ იცნო. კრისტიანი გაზარდა ალენის დედამ, ედიტმა და მისმა ქმარმა პოლ ბულონიმ. აარონი ცნობილი ფოტოგრაფი, მსახიობი და მწერალი გახდა, მაგრამ ტრაგიკულად გარდაიცვალა 2023 წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი