ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით
-იგივე რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ სოკოც, ძალიან გემრიელი გამოდის
•ქათამი 1,8-2 კგ
•ნიგოზი 400 გრ.
•ხახვი 2 თავი
•ტომატ პასტა 2 ს/კ
•ნიორი 3 კბ.
•დაფნა 2 ფოთოლი
•მიხაკი 4-5 ცალი
•ყვითელი ყვავილი 1/2 ჩ.კ
•წითელი დაფქული წიწაკა 1/2 ჩ.კ
•ოჯახური • Ojakhuri ხარჩოს საკმაზი 1,5 ჩ.კ
•მარილი
•მდუღარე წყალი 150-200 მლ.
ქათამი დავჭრათ და ჩავშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. თან ჩავამატოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი და 4-5 ცალი მიხაკი ღერო, რომელსაც ცოტა ხანში ამოვიღებთ.
ხახვის მოშუშვის დროს ვამატებთ 2 სუფრის კოვზ ტომატ – პასტას.
ცალკე ვამზადებთ გატარებულ ნიგოზს, ნიორს, ოჯახურის ხარჩოს სუნელს (ან კოვზის წვერით ხმელი ქინძი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით, ასევე კოვზის წვერით დარიჩინი), მარილი გემოვნებით და ამას დავასხათ ადუღებული წყალი 150-200 მლ. და გავხსნად ნელ-ნელა, ძალიან არ უნდა გავითხელდეს. გავთქვიფოთ ხელის ბლენდერით და ჩავუშვათ ქვაბში, სადაც გვაქვს ხახვსა და ტომატში მოშუშული ქათამი.
მივიყვანოთ დუღილამდე და გამოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით.
წყარო: ნუცას დღიური
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით – იგივე რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ სოკოც, ძალიან გემრიელი გამოდის [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
