შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანგი ინფლუენსერები

რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანგი ინფლუენსერები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით, საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.

 

ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.

ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

  ძილი, კვება, მოძრაობა – ჯანსაღი ცხოვრების სამკუთხედი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი