ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
4 წუთიანი წაკითხვა
ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას, რომელშიც სურსათის ეროვნულა სააგენტომ დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ, ასევე პარტნიორისგან ნედლეულის მიღებას აჩერებენ – განცხადებას სანელებლების კომპანია ოჯახური ავრცელებს.

    განცხადების თანახმად, საკითხი ეხება მხოლოდ ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას 29.06.2026 -29.06.2028 და არ უკავშირდება კომპანიის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციას.

“ჩვენთვის “დაბიში” არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე მომხმარებლის ჯანმრთელობა და მათთვის უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებდით სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვებიდან ვიღებთ ფარშის საკმაზის საეჭვო პარტიას და ამავდროულად ვაჩერებთ პარტნიორისგან ნედლეულის მიღებას.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და ნათელი გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ფარშის საკმაზი, კონკრეტული პარტია (პარტიის ნომერი: 29.06.2026-29.06.2028) უახლოეს პერიოდში სრულად იქნება ამოღებული ქსელური მარკეტებიდან.

საკითხის დამატებითი, დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევით გადამოწმების მიზნით, პროდუქციის შესაბამისი ნიმუშები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას – Bior Laboratory-ს ეგზავნება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკითხი ეხება მხოლოდ ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას და არ უკავშირდება კომპანიის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველყოფა, რის გამოც მუდმივად ვზრუნავთ HACCP-ის შესაბამისი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვაზე.

ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელია – მაღალი ხარისხი, პროდუქციის უვნებლობა და საზოგადოების ნდობა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით ყველაფერს საფუძვლიანად გამოვიძიებთ.

რეკომენდაციის სახით მოგიწოდებთ, რომ აღნიშნული თარიღით წარმოებული პროდუქცია არ გამოიყენოთ ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებამდე” – ნათქვამია კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გუდავაძის განცხადებაში. 

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში  ჩატარდა.

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში: 

  • წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San  Tic“,  აღმოჩნდა  Sudan I და Sudan IV;
  •  სვანური მარილი (დამზადების თარიღი:  21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა:  21.05.2028) – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი” (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
  •  ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა:  29.06.2028) – მწარმოებელი  შპს “დაბი” (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა  Sudan Red G;
  • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I.

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.

სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება  ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. 

სურსათში საღებავების:

  •  • Sudan I; 
  •  • Sudan II; 
  •  • Sudan III; 
  •  • Sudan IV;
  •  • Sudan orange G; 
  •  • Sudan Red G;
  •  • Sudan Red 7 B;
  •  •  Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.

რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში”. – წერია გავრცელებულ ინფორმაციაშია. 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ. 26 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფარშის-საკმაზის-კონკრეტუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi