პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიუცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული, გამარტივებული გზით შეძლებს...

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული, გამარტივებული გზით შეძლებს დროებითი ბინადრობის მიღებას

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული, გამარტივებული გზით შეძლებს დროებითი ბინადრობის მიღებას. ცვლილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, დაინტერესებული პირი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – უნდა ჰქონდეს სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ასევე, მისი ანაზღაურება წლიურად 25 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ნებართვა პირველად სამი წლის ვადით გაიცემა. მიზანი აიტი სფეროს სტიმულირება, პროფესიონალი კადრების მოზიდვა და ეკონომიკურო ზრდაა.

„რაც უფრო მეტ უცხოელ სპეციალისტს მოვიზიდავთ, მით უფრო წარმატებულად განვითარდება ეს სექტორი, რადგან მომავლის ტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და წარმატებას“, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა ემატება.

კანონპროექტის მიხედვით, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და მის ოჯახის წევრებზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე და მისი ოჯახის წევრებზე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.

  თელ-ავივმა კიევს თავისი ძველი Patriot-ის საზენიტო სარკეტო სისტემები გადასცა

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მოქმედ კანონს პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა სამი წლის ვადით. შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს სამი წლის ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე.

ცვლილებებით გათვალისწინებულია ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტაც. კერძოდ, პროექტით, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. ცვლილებებით დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ. ინიციატორები განმარტავენ, ამ ცვლილებების მიღების შედეგად ქვეყანას რა ფინანსური შედეგი ექნება.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების მიერ ბიუჯეტში შემდგომი სამი წლის პერიოდში მოსალოდნელია 490 მლნ ლარის საშემოსავლო გადასახადის შენატანი, რაც 3.6-ჯერ აღემატება ამჟამად მოქმედი რეგულაციის პირობებში დაანგარიშებულ სამი წლის საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. რაც შეეხება მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ უცხოელებს, რომელთაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება აქვს საქმიანობის სფეროდ მითითებული, ამჟამინდელი მოქმედი რეგულაციის პირობებში დაანგარიშებული სამი წლის საშემოსავლო გადასახადი, კუმულატიურად მოსალოდნელია, გაუტოლდეს 119.9 მლნ ლარს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად კი მოსალოდნელია, რომ საშემოსავლო გადასახადის მოცულობა გაიზრდება 33%-ით და გაუტოლდება 159.6 მლნ ლარს. საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ერთი მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 24 ათასს გაუტოლდება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა მიერ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში დახარჯული თანხის საპროგნოზო მოცულობა 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს. ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში მომდევნო ხუთ წელში სუბიექტთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობის 24 მლრდ. ლარამდე ზრდას. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

  როგორ იმუშავებს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უქმეებზე — განრიგი და მარშრუტები

კანონპროექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან არის დაგეგმილი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი