ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„უშვილო და განსაკუთრებით გაუთხოვარი ქალი საქართველოში არის სტიგმა“💬 ვიდეო: „ღიად ვამბობ ხოლმე....

„უშვილო და განსაკუთრებით გაუთხოვარი ქალი საქართველოში არის სტიგმა“💬 ვიდეო: „ღიად ვამბობ ხოლმე. მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით შვილებს როგორ უნდა მოვეპყრათ“ – რას საუბრობს თამარ გაგოშიძე

„ღიად ვამბობ ხოლმე. მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით შვილებს როგორ უნდა მოვეპყრათ“ 

საუბრობს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე:

„უშვილო და განსაკუთრებით გაუთხოვარი ქალი საქართველოში არის სტიგმა. ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე? ან რა არის, ერთი შვილი არ უნდა გყავდეს?

ერთი რამე მინდა ვთქვა, – ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანია. ვიღაცეები იტყვიან, რომ ცხოვრებამ არ გაუმართლა. ბედისწერის არ მჯერა. რა უცნაურია, ხომ? წესით უნდა მჯეროდეს.

ღვთის განგებულების მჯერა, მაგრამ ეს ბედისწერა არ არის. ბედი არ მოადგა კარზე და რა შუაშია აქ შენი გადაწყვეტილება. რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის ჩვენი არჩევანია. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა ეს არ გავაკეთეთ.

ხშირად ვამბობ ღიად, რომ უშვილო ადამიანს რატომ მეკითხებით, შვილებს როგორ უნდა მოვეპყრათ. რა ნდობას უნდა იწვევდეს ჩემი რჩევა. შვილები არასდროს მყოლია და რა ჭკუას გასწავლით. ვფიქრობ, ჩემი რჩევები პრაქტიკულია“ – ამბობს თამარ გაგოშიძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე - „გაშალეს სუფრა, მედეამ სახელდახელოდ გამოაცხო ხაჭაპური, მოიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი