სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა„უშგულში, „კაფე-ბარი ენგური“ დაიწვა… კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა...

„უშგულში, „კაფე-ბარი ენგური“ დაიწვა… კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა დაფერფლა“ – მინდია ჩანქსელიანი ადგილიდან კადრებს გვიზიარებს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უშგულში მდებარე „კაფე-ბარი ენგური“ დაიწვა. ფოტოებს და ვიდეოს ადგილიდან მინდია ჩარქსელიანი გვიზიარებს და იმედოვნებს, რომ კარგი ადამიანების თანადგომით „კაფე-ბარ ენგურის“ გუნდი კვლავ შეძლებს საქმიანობის განახლებას.

„გვიან ღამით, უშგულში, Ushguli • Cafe-Bar Enguri დაიწვა 😔

კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა დაფერფლა.

რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ რამდენიმე ბოძი და კვამლის სვეტი დგას ყველასთვის საყვარელი კაფე ენგურის ადგილას 😔

მჯერა, კარგი ადამიანების თანადგომით, ენგურის გუნდი შეძლებს და უშგულის ეს პოპულარული ადგილი ისევ განაახლებს საქმიანობას! დახმარების მსურველებისთვის დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი