თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ზურაბ ჩიკვილაძე რევმატოლოგთა ლიგის პრეზიდენტს, ნინო ცისკარიშვილს, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის თავმჯდომარეს, ინგა მამუჩიშვილს და დედაქალაქის სხვა და სხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული ქვეპროგრამის მნიშვნელობაზე, ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.