სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვადაგასული პროდუქტის, ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
არაბული წერს, რომ ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია შესაბამისი უწყება.
სურსათის უვნებლობის ექსპერტი საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალურად ყურადღებით შეარჩიონ საკვები პროდუქტები:
„მომხმარებლებს ხომ ატყუებთ, რომ ვითომ ორაგულია ეს და ძვირად ასაღებთ. დამპალი და გახრწნილი თევზი მაინც არ მიყიდოთ ხომ შეიძლება? ყველაფერს კანონი ხომ არ დაარეგულირებს ადამიანობა, ზნეობა, არაფერი გაქვთ. ადგილი და ლოკაცია გადაცემულია შესაბამისი უწყებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქტები, შეიძინეთ მხოლოდ ორგანიზებული ადგილებიდან, რომ ასეთ დროს პასუხი აგონ“, – წერს ირაკლი არაბული.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


