აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს.
„დიახ, ისინი შეთანხმებაში არ შედიოდნენ“, – ამბობს ის ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
კითხვაზე, თუ რატომ, ტრამპმა უპასუხა: „ჰეზბოლას“ გამო. ისინი შეთანხმებაში არ ყოფილან. მაგასაც მოევლება. ყველაფერი რიგზეა“.
როდესაც ჰკითხეს, მისაღებია თუ არა მისთვის ისრაელის მიერ ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებაზე მიმდინარე თავდასხმები, ტრამპმა განაცხადა: „ეს შეთანხმების ნაწილია – ყველამ იცის ეს. ეს ცალკე შეტაკებაა“.


