შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემატრამპი: „CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ...

ტრამპი: „CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა.

„ყალბი ახალი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ. ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია! საზოგადოება ლანძღავს Times-ს და CNN-ს“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.

  გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი