ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

CBS-ის ცნობით, დონალდ ტრამპი კერძო სექტორის მიერ განვითარებულ AI-ში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოიცავს ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ს, იაპონურ საინვესტიციო ჯგუფს SoftBank-სა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტს Oracle-ს. სწორედ ამ კომპანიების მონაცემთა ცენტებში შეიძლება ჩაიდოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიარდები. მოხსენების თანახმად, ამ ცენტრის პირველი ობიექტი ტეხასში აშენდება.

მედიის თანახმად, პროექტს Stargate (ვარსკვლავური კარიბჭე) ერქმევა. სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს გარდა პროექტს სხვა ინვესტორებიც ეყოლება.

CBS-ის ინფორმაციით, პროექტის პირველადი შენატანი 100 მილიარდი იქნება. შემდეგ ოთხ წელიწადში ეს თანხა 500 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები გააუქმა. და, აი, ახლა ტრამპი კერძო სექტორს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მწვანე შუქს უნთებს.

SoftBank-ისა და OpenAI-ის აღმასრულებლებმა უარი თქვეს ამ გარიგებაზე კომენტარის გაკეთებაზე. ამის პარალელურად, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და შესაბამის ფონდს ფულიც შესწირა. ამასთან, Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონი ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და დონორია. რაც შეეხება Softbank-ის აღმასრულებელ დირექტორსა და მილიარდერ მასაიოში სონის, ის ასევე ტრამპის მოკავშირედ ითვლება.

ტრამპმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ SoftBank ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. დიდი ალბათობით, ეს განცხადება Stargate-თან არის დაკავშირებული.

ამის ფონზე, საყურადღებოა სემ ალტმანის ბოლო სიტყვები, რომლის მიხედვითაც, OpenAI-ში იციან, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი. სულ რამდენიმე დღის წინ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) ეპოქა ახლოს არის. მისი თქმით, მან და მისმა კოლეგებმა იციან, თუ როგორ უნდა მივიდნენ აქამდე.

როგორც ჩანს, ალტმანის სიტყვების უკან მომავლის ინვესტიციებიცაა, მათ შორის ზემოთ ხსენებული 500 მილიარდი დოლარი.

მასალის გამოყენების პირობები
  ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი