პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი: „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

ტრამპი: „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის „რკინის გუმბათის“ მსგავსი ფარის მშენებლობა პრიორიტეტია.

ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში „რკინის გუმბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ. მისივე თქმით, პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამერიკელები „სხვა ქვეყნებს იცავენ, მაგრამ ჩვენ თავს არ ვიცავთ“.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამ თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ გააჩნდა“.

„ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  დონალდ ტრამპი: "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა - ნავთობის ფასი თუ დავარდება, მას ომიდან გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი