ტორტი “დღესასწაული”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ტორტი “დღესასწაული”

შემადგენლობა:ქათმის ღვიძლი 400 გრ. ბრინჯი 80 გრ. კარაქი 50 გ. კვერცხი 4 ც. არაჟანი 5 ს/კ. ხორბლის ფქვილი 2 ლ. ხაჭოს ყველი 250 გ. ხახვი 1 თავი. სტაფილო 1 ცალი. ნიორი 1 კბილი. ლიმონის წვენი 1 ს/კ. სოდა 1/4  ჩ/კ. მარილი, მუსკატის კაკალი, შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება

1. ბრინჯს დაასხით ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ ქათმის ღვიძლი და 5-7 წუთი ადუღეთ კიდევ.

- Advertisement -
Ad imageAd image

2.ბრინჯი და ღვიძლი ამოწურეთ, გააციეთ, დაუმატეთ ოდნავ ნახარშის წვენი, კარაქი, სანელებლები და დააბლენდერეთ.

 

3.ომლეტის ფირფიტების მოსამზადებლად კვერცხი, 4 ს/კ არაჟანი, სოდა, მარილი და ფქვილი ათქვიფეთ. ცხიმწასმულ ტაფაზე გამოაცხეთ სამი სქელი ფირფიტა. ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ, რომ ზედმტი ცხიმი შეიწოვოს.

 

დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო და მოშუშეთ ცხიმში, დაამატეთ ხაჭო, ნიორი, ლიმონის წვენი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მომზადებული ინგრედიენტებისგან ააწყეთ ტორტი. მრგვალ ფორმაში პირველ ფენად დადეთ გამომცხვარი ფირფიტა, შემდეგ ხაჭოიანი მასა, ზემოდან წაუსვით პაშტეტი, ასე გაიმეორეთ სამჯერ. გამზადებული ტორტი მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში.

 

ჭრილში ტორტი გამოიყურება არაჩვეულებრივად, გემოც საოცარი აქვს. ხაჭოს ნაცვლად შეგიძლიათ ძალიან სქელი არაჟანი ან მდნარი ყველი გამოიყენოთ. სცადეთ, ამ შესანიშნავი კერძის მომზადება და მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს ორიგინალური რეცეპტი!

კითხვის გაგრძელება 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტორტი “დღესასწაული”. 7 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტორტი-დღესასწაული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi