ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი...

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ავიაკომპანია „დელტა ეარლაინსის“ წარმომადგენლები 30 000 დოლარის ოდენობით კომპენსაციას სთავაზობენ იმ თვითმფრინავის ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს, რომელიც 17 თებერვალს ტორონტოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა და ამოყირავდა.

ამ შემთხვევას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა.

რა იყო მომხდარის მიზეზი, ისევ უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

თვითმფრინავში, რომელიც აშშ-ის მინესოტას შტატიდან კანადაში მიფრინავდა, 76 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად მგზავრების უმეტესობას მძიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. დაშავდა 21 პირი. ისინი ავარიიდან მეორე დღეს ჰოსპიტლიდან გაწერეს.

ცნობისთვის, ტორონტოში მომხდარი ავარია ბოლო სამ კვირაში უკვე მეოთხე საავიაციო ინციდენტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  10-მდე დაღუპული, 10 000-ზე მეტი განადგურებული ნაგებობა და 200 000-მდე ევაკუირებული ადამიანი - მასშტაბური ხანზარი ლოსანჯელესში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი